ფასდაკლების აქციები

ჯგუფურად შესყიდვები იგივე კოლექტიური შესყიდვა, ფასდაკლების საიტები - ეს იდეა პირველად ჩინეთში განხორციელდა. მას დაახლოებით იგივე სახელი ერქვა, როგორიც ჩვენ საიტს - tuángòu.

image

ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ მაღაზიაში რაიმე ნივთის მიღებისას, როდესაც ის ნივთი გარკვეული რაოდენობით გინდათ შეიძინოთ, ან იგივე რესტორანში თუ სასტუმროებში, გინდათ მიიღოთ რაიმე მომსახურება, რაც უფრო ბევრ პაკეტს მოითხოვთ და რაც უფრო მეტი ადამიანი შეგროვდებით, შესაძლებელია უფრო ნაკლებ ფასად მიიღოთ ეს ყველაფერი. სწორედ აქედან წამოვიდა ჯგუფური შესყიდვის იდეა, მოდით შევგროვდეთ კონკრეტული ნივთის მყიდველთა გარკვეული რაოდენობა და ერთად მისვლისას უფრო მეტს “დაგვიკლებენ” :)

შემდეგში ამ იდეამ ინტერნეტ მარკეტინგში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა და საკმაოდ პოპულარული ონლაინ ბიზნესი გახდა. გარდა იმისა, რომ მომხმარებელი იღებს საქონელს თუ მომსახურებას დიდი ფასდაკლებით, ასევე ნახულობს ბევრ საინტერესო შეთავაზებას, მეორეს მხრივ, სილამაზის სალონები, რესტორნები, ფიტნეს კლუბები, ტექნიკის მაღაზიები და სხვადასხვა კომპანიები აკეთებენ სრულიად უფასოდ რეკლამას და ხშირ შემთხვევაში სოლიდურ მოგებასაც ნახულობენ.

image

ჯგუფური შესყიდვების იდეის გამოჩენამდე არსებობდა გაყიდვების ასეთი მოდელი დღის შეთავაზება, დღის ფასი (Deal of the day). ასეთი ტიპის აქციაც განკუთვნილი იყო პროდუქტის ბევრი რაოდენობის გაყიდვაზე შედარებით დაბალ ფასად.

საქართველოში ფასდაკლების საიტების ბიზნესით საკმაოდ ბევრი ორგანიზაციაა დაკავებული:

swoop.ge

vovovo.ge

ideals.ge

hotsale.ge

newsale.ge

brao.ge

gosale.ge

iafad.ge

the.ge

besmart.ge

wowsales.ge

და რაღათქმაუნდა თქვენი მონა-მორჩილი Twingo.Ge :)

blog comments powered by Disqus